ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია

თბილისის შოთა რუსეთაველსი სახელობის აეროპორტში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თვითმფინავი უკვე დაეშვა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 28 თებერვლიდან 3 მარტამდე მოლდოვას, საქართველოსა და უკარაინა ეწვევა. ევროსაბჭოს პრეზიდენტი ხვალ საქართველოს ეწვევა.

შარლ მიშელი ხვალ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ საზღვრის ხაზს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოში ჩამოსვლამდე, კიშინიოვში, პრეზიდენტი მიშელი მოლდავეთის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა.

უკრაინაში კი  პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც ევროსაბჭოს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  ვიზიტის  დროს ძირითადი თემა ორმხრივი ურთიერთობებზე, Covid-19- ის წინააღმდეგ საერთო ბრძოლისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალის შესახებ იქნება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...