ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადო გამწესებით იმედგაცრუებულია

ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი, საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მასში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ისინი იმედგაცრუებულნი არიან.

“სექტემბერში ჩვენი ვიზიტისას სერიოზული შეშფოთება გამოვხატეთ გაუმჭვირვალობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის არასრულყოფილ პროცესთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, გამოვხატეთ მოლოდინი, რომ პარლამენტი გამოასწორებდა შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებს, მათ შორის, მოსამართლეების მინიმალური რაოდენობის დანიშვნას უზენაესი სასამართლოს სათანადო მუშაობის უზრუნველყოფისთვის, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა.

ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 სათანადო მიზეზის გარეშე დანიშნა და როგორც ცნობილია, მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას, რაც ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციისთვის აუცილებელია,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად