ევროსაბჭოს ხელმძღვანელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დეკემბერში აანონსებს

ევროსაბჭოს ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დეკემბერში გაახანგრძლივებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც არგენტინაში, G20- ის სამიტზე ჟურნალისტებს დონალდ ტუსკმა განუცხადა,  ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მომავალ თვეში გაგრძელდება.

„დიდი ოცეულის“ სამიტი 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, არგენტინის დედაქალაქში ტარდება.

მანამდე ევროსაბჭოს ხელმძრვანელმა აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო რუსეთის ქმედებები დაგმო. დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად