A1 ბანერი

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად ოთხი პოლიტიკოსი იბრძვის

ევროსაბჭომ იმ კანდიდატთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება სურთ. ამჟამად ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას ტობბიორნ იაგლანდი იკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

დოკუმენტის თანახმად, თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარმოაყენეს:

ვიცე-პრემიერმა და ბელგიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა, დიდიე რეინდერსმა.

ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ლიტვის სეიმის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა;

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ვიცე-პრემიერმა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა მარია ფეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და საბერძნეთის პარლამენტის ამჟამინდელმა წევრმა დორა ბაკოიანისმა;

ყველა კანდიდატთან ინტერვიუ  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2019 წლის მარტში გაიმართება. გარდა ამისა, დანიშვნის საკითხს  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს.

ადრე, ბელგიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა დიდიე რეინდერსმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. იგი ბელგიის ფინანსთა მინისტრი 1999 წლიდან 2011 წლამდე იყო, ხოლო 2018 წლის დეკემბერში თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

შეგახსენებთ,  ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ რუსეთს შესაძლოა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (CE) მუშაობაში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვას, თუ ის ევროკავშირის ბიუჯეტში საკუთარ წვლილს არ შეიტანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...