ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით გურამიშვილმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს დეტალურად გააცნო ის პროექტები, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირების განსახლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება. შეხვედრის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული
ანგარიშისთვის – „კონფლიქტი საქართველოში“, დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.

შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები
იტვირთება...