ევროსაბჭომ რუსეთს ხმის მიცემის უფლება დაუბრუნა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას ასამბლეის დარბაზში დაბრუნებისა და ხმის მიცემის საშუალებას უბრუნებს.

შესაბამისს გადაწყვეტილებას მხარი 118 ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 62 იყო, ხოლო 10-მა პასუხის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციით ცვლილება შედის რეგლამენტში, რამაც შესაძლოა რუსეთის დელეგაციაზე დაკისრებული სანქციები გაართულოს, ან დაბლოკოს, ან უზრუნველყოს მისი ასამბლეაში დაბრუნება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გარეშე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრების უფლება ხმის მიცემაზე, სიტყვით გამოსვლაზე და წარდგენაზე ასამბლეაში და მის ორგანოებში, ვერ შეჩერდება, ვერც დაიბლოკება გასაჩივრების, ან უფლებამოსილების გადახედვის შემთხვევაშიც კი.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ PACE-მ რეზოლუციაში 200-ზე მეტი უკრაინული შესწორება უარყო, რომელიც დელეგაციის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას ითვალისწინებდა.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიხსნა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს სანქციები 2014 წლის აპრილში, ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის გამო დააკისრა, რის შედეგადაც რუსეთს არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. ამიტომ, რუსეთის დელეგაციამ შეწყვიტა PACE-ს მუშაობაში მონაწილეობის მიღება.

რუსეთში უკვე განაცხადეს, რომ ასამბლეაში მუშაობას ისინი 25 ივნისს დაუბრუნდებიან იმ შემთხვევაში, თუკი რეზოლუცია დამტკიცდება. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებს შორის შესაძლოა ყირიმელი დეპუტატებიც იყვნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...