ევროსაბჭომ Brexit–ის შესახებ ხელშეკრულება საბოლოოდ დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება წერილობით დაამტკიცა. ინფორმაციას ევროსაბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კომუნიკეშია ნათქვამი, გადაწყვეტილებას ევროპარლამენტმა მხარი 29 იანვარს დაუჭირა, ხოლო ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ბრიტანეთის ევროკავშირიდან 24 იანვრიდან გასვლის შესახებ.

შეთანხმება ძალაში მაშინ შევა, როდესაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 31 იანვარს, ცენტრალურ ევროპის დროით, შუაღამისას დატოვებს.

“სწორედ ამ მომენტიდან, გაერთიანებული სამეფო შეწყვეტს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს და განიხილება, როგორც მესამე ქვეყანა”,- ნათქვამია დოკუმენტში.

“ხელშეკრულება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გარდა, მოქალაქეების უფლებების დაცვას, ფინანსური საკითხების მოგვარებას და გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, მათ შორისაა ჩრდილოეთ ირლანდიის, კვიპროსისა და გიბრალტარის საკითხი”,- განმარტავს ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად