ევროსაბჭო: თურქეთის მიერ საემიგრაციო ზეწოლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია

თურქეთის მიერ საემიგრაციო ზეწოლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია, – ამის შესახებ ევროსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროსაბჭო აფასებს თურქეთის ძალისხმევას 3,5 მილიონი მიგრანტის შეფარების შესახებ, თუმცა ანკარისგან, მიგრანტებისთვის საზღვრების დაკეტვის შესახებ 2016 წლის შეთანხმების პირობების შესრულებას ველით.

თურქეთმა, სირიელი მიგრანტებისთვის ევროკავშირის საზღვრები თებერვლის ბოლოს გახსნა. მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ არის ვალდებული, შეიფაროს მიგრანტების ამხელა რაოდენობა.

თურქეთსა და სირიას შორის გამწვავებული საომარი სიტუაციის ფონზე, ანკარამ 2 მარტს ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ მალე მათკენ მილიონობით სირიელ მიგრანტს გაუშვებს.

ამის შემდეგ თურქეთი-საბერძნეთის საზღვარზე ევროკავშირის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ამის შემდეგ, ბრიუსელმა განაცხადა, რომ ათენს, საემიგრაციო კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 700 მილონ ევროს გამოუყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად