ევროსაბჭო სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას მოითხოვს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის ძალისხმევა არ დაიშუროს.

”საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი ძალისხმევა, მათ შორის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ჩათვლით,  ამ ცალმხრივი სამხედრო მოქმედებების დასრულებისთვის აუცილებელია”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

საბჭომ საერთაშორისო თანამეგობრობას მინისტრების შეხვედრის გამართვა შესთავაზა, რათა მათ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე იმსჯელონ.

”იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაციები მისი დრამატული შედეგებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ევროკავშირი ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იხსენებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს თურქეთში იარაღის ექსპორტის ლიცენზირება,” – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტში.

მათი განმარტებით, იარაღის მიყიდვაზე შეზღუდვების დაწესება რეგიონული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

”საბჭოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფი ამ კვირის ბოლოს შეიკრიბება, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების პოზიციები განიხილოს”, – ნათქვამია კომუნიკეში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ სპეციალურ განცხადებაში ასევე სირიაში განვითარებული მოვლენები დაგმო.

”ევროკავშირი თურქეთის საომარ მოქმედებებს გმობს, რაც სერიოზულად ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას და მოსახლეობის შემდგომ გადაადგილებას იწვევს. ეს ვითარება ჰუმანიტარული დახმარების მიღებას სერიოზულად ართულებს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად