ევროსაბჭო მზად არის დაეხმაროს კონტინენტის იმ ქვეყნებს, რომლებიც მზად არ აღმოჩნდნენ პანდემიისთვის

ევროსაბჭო მზად არის, დაეხმაროს კონტინენტის იმ ქვეყნებს, რომელთა ჯანდაცვის სისტემაც მზად არ აღმოჩნდა კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განაცხადა.

“უფრო მეტად დაზარალებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მზად არ იყვნენ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის, რასაც ჩვენ არ ველოდით”, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

“ამიტომ, უნდა ავამოქმედოთ არსებითი მექანიზმები – ევროპის სოციალური ქარტია, მოსკოვის ქარტია და ბიომედიცინის კონვენცია, აგრეთვე ევროპის ფარმაკოლოგიაც, რათა გავაძლიეროთ სუსტი მხარეები. ჩვენ მზად ვართ ასეთი დახმარების გასაწევად.”

დიპლომატმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კრიზისის დარტყმის ქვეშ არის ევროპული ეკონომიკა და სოციალური გარანტიების სისტემა. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა აგრეთვე განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც წარმატებულად მიიჩნეოდა, უმუშევრობის დონის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

“ჩვენ ვიცით, რომ ფინანსურმა სირთულეებმა შესაძლოა დაუცველობის შეგრძნება გაზარდოს და ასევე სოციალური შოკებიც გამოიწვიოს. ამიტომ, ჩვენ ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ სხვა მექანიზმების გაძლიერებაზე, რაც მიმართული ინება სოციალური უფლებების დაცვისკენ”, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად