ევროსაბჭო ადასტურებს, რომ არ აღიარებს ყირიმის რუსეთის შემადგელობაში შეყვანას

ევროსაბჭომ დაადასტურა, რომ არ აღიარებს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას და გააგრძელებს სანქციების პოლიტიკას. ამის შესახებ ნათქვამია ფედერიკა მოგერინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

“ევროსაბჭო კვლავ ინარჩუნებს თავის პოლიტიკას, რომელიც არაღიარებას და მათ შორის, შემზღუდავი ზომების დაწესებას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოგერინი აღნიშნავს, რომ ყირიმის შესვლა რუსეთის შემადგენლობაში საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის პირდაპირი გამოწვევაა და რომ ეს აგრეთვე საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროსაბჭო კვლავ მოუწოდებს გაეროს, განხილოს ზომები, რომელიც ამ დარღვევას უნდა მოჰყვეს. მისი მოსაზრებით, ამ ქმედებამ გამოიწვია სიტუაციის დაძაბვა ქერჩს სრუტეში და აზოვის ზღვაში.

ფედერიკა მოგერინი აგრეთვე აცხადებს, რომ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევაა ის ფაქტი, რომ ქერჩის ხიდის მშენებლობა უკრაინის თანხმობის გარეშე მოხდება.

ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს 2014 წლიდან მოყოლებული ახორციელებენ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმზე ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად