ევროს კურსი დოლარის მიმართ 2003 წლის მინიმუმამდე დაეცა

ევროს კურსი დოლარის მიმართ, Forex-ის ბოლო ვაჭრობის შედეგების მიხედვით, 0,94%-ით დაეცა და 1 ევროზე 1,1071 დოლარი შეადგინა.
დოლარის მიმართ ევროს კურსის 2003 წლის მინიმუმამდე დაცემის მიზეზად, ექსპერტები სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებენ. ბრიტანეთმა ევროპის ცენტრალურ ბანკს კლირინგული პალატების საქმეზე სასამართლო პროცესი მოუგო. მარეგულირებელი ორგანოს დადგენილების თანახმად, ბანკები ვალდებულები იყვნენ კლირინგული პალატების გარიგებები ევროზონაში მხოლოდ ევროში ეწარმოებინათ.
ბრიტანეთის მთავრობამ გაასაჩივრა ევროპის ცენტრალური ბანკის რეგულაცია და განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საბანკო სექტორს აზარალებს.  
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...