“ევროპულმა საქართველომ” საპარლამენტო უმრავლესობას საკანონმდებლო ინიციატივა წაართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე პარლამენტში მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფში, რომელიც მუშაობს თემაზე: როგორ უნდა იქნა შემცირებული რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანია ქვეყანაში, “ევროპული საქართველოს” წევრებმა საკითხი პარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენეს.

“ის საკითხები, რომლებიც დახურულ ფორმატში კომისიის მიერ იყო განხილული, ჩვენი კოლეგების “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ასევე არიან ამ ჯგუფის მონაწილეები მისი შექმნის დღიდან, უკვე საკანონდებლო ინიციატივის სახით წარდგენილი იქნა პარლამენტში. ცხადია, რომ ჩვენს კოლეგებს სძლიათ პარტიულმა ინტერესებმა.

ვფიქრობ, რომ როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობ და როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები არის პრიორიტეტული, პარტიულმა ინტერესმა არ უნდა გადასძალოს პოლიტიკურ პარტიას”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც მან დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე პარლამენტში მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის სამთვიანი მუშაობის შედეგები ჟურნალისტებს გააცნო.

ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი მნიშვნელოვანი, საკითხი რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს ქვეყანაში, პირველ რიგში, არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პრობლემის აღიარება, ამ საფრთხის აღიარება და ერთობლივი მუშაობა და კონსესუსი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ნინო გოგუაძის თქმით, ივნისის ბოლოს შესაძლებლობა ექნება მოკვლევის ჯგუფს დაასრულებს მუშაობა და მსჯელობისთვის წარუდგინოს საქართველოს პარლამენტსა როგორც საკანონმდებლო ინიციატივები ასევე, კონკრეტული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას, იმიტომ რომ მთავრობა არის ყველაზე მთავარი ინსტიტუტი, რომელიც ამ შემთხვევაში, საჭიროებს სწორ, თანმიმდევრულ პოლიტიკას ანტიდასავლური დეზინფორმაციის მიმართ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...