ევროპული თამაშები – 6 ქართველი მოკრივე მეოთხედფინალშია

ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებენ. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დღეს მერვედფინალური შეხვედრა მოიგო მოკრივე ოთარ ერანოსიანმა (60 კგ), რომელიც მომდევნო შეხვერას ხვალ გამართავს. მეოთხედფინალში ჩვენი გუნდიდან ჯამში 6 სპორტსმენი იასპარეზებს. ნახევარფინალში გადასასვლელ შეხვედრებს დღეს გამართავენ სახილ ალახვერდოვი (49 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ). მეოთხედფინალში ასევე იასპარეზებენ ნოდარ დარბაიძე (52 კგ), არტიუშ გომციანი (56 კგ) და მიხეილ ბახტიძე (+91 კგ). ერანოსიანის მსგავსად, რინგზე სამივე მათგანი ხვალ გამოვა.

კომენტარები
იტვირთება...