“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს პოლიციის სამმართველოში ბრალდ აცნობენ

ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიას ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ბრალს აცნობენ.

საქმე ეხება მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც, აქტივისტის მტკიცებით, დეპუტატმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც შელიამ პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე განაცხადა, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის გამოძიების მიკერძოების კუთხითაც, რადგან სამართალდამცველებს რეალურად არ აინტერესებთ რა და რატომ მოხდა სინამდვილეში. სწორედ ამიტომ, მარტო მის ნაწილს იძიებენ და სურთ ის მოძალადედ გამოიყვანონ. ამ დროს კი, როსტომ ზარანდია ხელშეუხებელი რჩება.

მისივე თქმით, სწორედ ზარანდიას უნდა წარუდგინონ ბრალი, როგორც ნამდვილ მოძალადეს, რადგან ახალგაზრდებს ჯერ დაემუქრა, შემდეგ კი ქუჩაში დასდევდა. დეპუტატი ირწმუნება, რომ რეალურად ეს შეკერილი საქმეა პოლიტიკური სარჩულით.
თავად ზარანდია მედიას კომენტარს არ აკეთებს.

შსს ინფორმაციით, გამოძიება 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად