“ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა დატოვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა დატოვა.

როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპული საქართველოს“ მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანაში პროპორციული სისტემა 2020 წლიდან ამოქმედდეს და არ შეიძლება, დიდი საკითხები პატარა საკითხების მძევალი იყოს.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ სამუშაო ფორმატში საქმიანობა დამოკიდებული იქნება სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგზე და იმაზე, რა ცვლილებების განხორციელებას აპირებს მმართველი გუნდი.

“არ შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხები იყოს პატარა, ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების მძევალი და ჩვენ მოწყალების იმედზე ვიყოთ. ახლა სწორედ ამას ვხედავთ. ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნაა, საარჩევნო სისტემის შეცვლა და 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რადგან ამ სისტემით ნაწილდება უფრო ადეკვატურად მანდატები პარლამენტში. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დისკუსია საარჩევნო სისტემის შეცვლაზე დაიწყოს. აღნიშნული საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე დავსვით და მმართველი გუნდისგან ჩამოყალიბებულ პასუხს ველდოებით“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებიან როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...