„ევროპული საქართველო“ გოკა გაბაშვილმა დატოვა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გოკა გაბაშვილმა პარტია დატოვა. ამის შესახებ გოკა გაბაშვილი Facebook-ზე წერს.

„ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. „ევროპულ საქართველოში“ ასევე ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ!“ – წერს გოკა გაბაშვილი.

„ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ და რამდენიმე ყოფილმა დეპუტატმა დატოვა. რამდენიმე თვის წინ „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...