“ევროპული საქართველოს” წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

“ევროპული საქართველოს” ოფისთან ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს “ევროპული საქართველოს” წევრები და აქცია-პერფორმანსის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

როგორც ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი “აიპრესსთან” აცხადებს “ევროპული საქართველოს” ოფისთან დაპირისპირება მოხდა:

“ჩვენ ვაკეთებდით პერფორმანსს ოთარ კახიძესთან პროტესტის ნიშნად, რადგან მან ემიგრანტებს, რომლებმაც ჩაწერეს გიორგი გახარიას მხარდამჭერი ვიდეოები უწოდა დაქირავებულები -“ბათუმელი მესაფლავეები“

შესაბამისად, ჩვენ აქ მოვედით რომ მოგვეწყო პერფორმანსი პლაკატები გაგვეკრა “ევროპული საქართველოს” ოფისთან. ამ დროს, გამოვიდა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ოთარ კახიძე, მითხრა რომ მომივლიან „შაკო შენ მოგივლიან” ნაძირალა მიწოდა. ჩემზე გამოიწია.

მოხდა პატარა დაპირისპირება. შემდეგ ამ ბატონმა თანმხლებ პირებთან ერთად ახლდა გიორგი კანდელაკი და „ევრპული საქართველოს“ წევრები, რომლებმაც აქცია პერფორმანში მონაწილე ქალები საკუთარ ოფისში შეიყვანეს და მათ გარეთ არ უშვებდნენ ფაქტობრივად. ჟურნალისტები აკაკუნებდნენ კარზე, უნდოდათ გადაეღოთ რა ხდებოდა შიგნით. გამოვიძახე პოლიცია ადგილზე სიმშვიდეა და დასტაბილურდა აქაურობა.”,-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი.

“აიპრესი” “ევროპული საქართველოს” წევრს გიორგი კანდელაკს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ აქცია პერფორმანსის მონაწილე ქალბატონები “ევროპული საქართველოს” ოფისში არ ჩაუკეტავთ.

“ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ამ კლოუნების მასკარადზე კომენტარს არ გავაკეთებ! “,-ამბობს გიორგი კანდელაკი “აიპრესთან”.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად