„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გურამ ხატიაშვილი № 9 საარჩევნო ოლქის სოფელ კარდენახის № 31 საარჩევნო უბნიდან გააძევეს

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი გურამ ხატიაშვილი გააძევეს № 9 საარჩევნო ოლქის სოფელ კარდენახის № 31 საარჩევნო უბნიდან.

“ბიულეტენს ისე ხევენ რეგისტრატორები, 2 ნომერი ყუაზე რჩება. ამომრჩეველს საშუალება აღარ აქვს შევიდეს კაბინაში და სურვილის შემთხვევაში ორიანი შემოხაზოს. ეს დავაფიქსირე რამდენჯერმე და მითხრეს, როდემდე უნდა ილაპარაკოო, საჩივარი დამიწერეს და კომისიის თავმჯდომარემ უბნიდან გამომიშვა”, – განაცხადა გურამ ხატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად