“ევროპული საქართველოს” სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ევროპული საქართველოს” სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს”  პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ საარჩევნო სია შიდა კონკურენციის პრინციპით შედგება.

„ჩვენი სია სპეციფიკურია, პირველი ნომერი იქნება დავით ბაქრაძე. რაც შეეხება ძირითად ადგილებს – ჩვენ გვექნება სრულიად ახალი ინოვაცია, რაც აქამდე საქართველოს პარტიების ისტორიაში არ ყოფილა, ეს არის შიდა კონკურენცია.  თუ ვინ გავა პარლამენტში დანარჩენ ადგილებზე, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შედეგს დადებენ ამა თუ იმ ოლქში ჩვენი თანამებრძოლები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენაბთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.  წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება – 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად