„ევროპული საქართველოს“ პარტიული ყრილობა ენგურის ტრაგედიის პატივის მიგებით დაიწყო

“ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ „ევროპული საქართველოს” ყრილობა მიმდინარეობს.

ყრილობის მდივნად ლელა ქებურიას არჩევის შემდეგ, ყრილობის დელეგატებმა პატივი მიაგეს მდინარე ენგურზე დაღუპულ საქართველოს მოქალაქეებს, რის შემდეგაც დარბაზში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.

ყრილობას მედიის წარმომადგებლები არ ესწრებიან და პარტიის გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.

დღევანდელ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

ცნობისთვის, დღეს დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს.

„ევროპული საქართველო“ დატოვა ასევე კიდევ ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ. ცოტა უფრო ადრე, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...