“ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციაა

“ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციაა. აქციის მონაწილეებისგან ისმის შეძახილები “წადი, წადი”.

აქციის მონაწილეები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ოფისთან გუშინაც შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისგან მანდატების დათმობა მოითხოვეს.

ადგილიდან აქციის Facebook-Live-ს “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.

მათ ოპოზიციონერი დეპუტატების პერფორმანსი გააკრიტიკეს, როდესაც მათ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს, როგორც შემდეგ განმარტეს ქართული ოცნება ერთპარტიულ მმართველობას აყალიბებს, ისე როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო და საბჭოთა ჰიმნი სიმბოლურად ჩართეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად