“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის 16 კანდიდატიდან 4 ქალია

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის 16 კანდიდატიდან 4 ქალია. ოპოზიციურმა პარტიამ ერთი ქალი კანდიდატი თბილისში, სამი კი რეგიონებში წარადგინა.

ვაკის ოლქში კენჭს ელენე ხოშტარია იყრის, რაც შეეხება რეგიონებს, რუსთავი-გარდაბნის სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატი ირმა ნადირაშვილი იქნება, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში ხათუნა გოგორიშვილი, ხოლო აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუში – ლელა ქებურია.

შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ” დღეს რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად