“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატის მუქარაში ბრლადებულს სათამაშო იარაღი ამოუღეს

"ევროპული საქართველოს" თელავის მერობის კანდიდატის მუქარის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

როგორც "აიპრესს" შსს-ში განიცხადეს, "აღნიშნულ ფაქტზე შსს თელავის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (მუქარა). ოპერატიულად დადგინდა პირის ვინაობა და მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სათამაშო იარაღი ამოიღეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები". 

ცნობისთვის: "ევროპული საქართველოს" თელავის მერობის კანდიდატის განცხადებით, უცნობმა პირმა პარტიის ალაზანი-კავკასიონის მაჟორიტარ, ნოდარ ეჟიშვილზე მუქარა იარაღის გამოყენებით განახორციელა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად