“ევროპული საქართველო’’ტაქსების რეფორმის გაუქმებას მოითხოვს

„ევროპული საქართველო’’ თბილისის საკრებულოში მოითხოვს გაუქმდეს ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაცია”,- ეს განცხადება დღეს პარტიის ოფისში საკრებულოს წევრმა გიორგი გაბაშვილმა და პარლამენტის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

” „ევროპული საქართველო’’ თბილისის საკრებულოში მოითხოვს გაუქმდეს ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაცია და დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელიც იყო წელიწადნახევრის წინ. ამ მოთხოვნაში პარლამენტში ფრაქცია „ევროპული საქართველო“ დაგვიჭერს მხარს. მერიას ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ტაქსების რეგულაცია გამოიწვევდა სამუშაო ადგილების დაკარგვას. ეს ცრუ რეფორმა არის ჩაშლილი. საინტერესოა, რას ეუბნება თბილისის მერია 30 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს, რომელიც თავად აღრიცხა, რატომ არ აქვთ უფლება ფერად ტაქსებს ქუჩაში აიყვანონ მგზავრი, რატომ უნდა დარჩნენ მათი ოჯახები შემოსავლების გარეშე და რატომ განახორციელეს საერთოდ რეფორმა, რომლის შედეგიც არის სამი და სამივე არის კატასტროფულად ცუდი.- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად