“ევროპული საქართველო” პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ დავით ბაქრაძის განცხადებით, კენჭისყრაზე კანონპროექტს პარტიის 20 წევრის ხმა ექნება, რადგან ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

“მიუხედავად იმ ცალკეული პრობლემებისა, რომელსაც მკაფიოდ ვხედავთ წარმოდგენილ კანონპროექტში, მაგალითად, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით, მაგალითად, ბლოკების აკრძალვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმ რთული მოლაპარაკებებისა, რომელიც მიმდინარეობს თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად პარტიების დაფინანსების წესზე, საარჩევნო უბნებზე არსებულ მდგომარეობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციებზე, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ „ევროპული საქართველო“ უფრთხილდება და აფასებს საზოგადოების დიდ მიღწევას და ამიტომ, საპარლამენტო კენჭის ყრის დროს წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეყოლება ოცი მომხრე „ევროპული“ უმრავლესობის წევრი დეპუტატებისგან.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ამიტომ მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტი თავმჯდომარეს, აღარ გადავდოთ ეს პროცესი, დავიწყოთ განხილვა,“- განაცხადა ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...