ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, პარლამენტს დადგენილებით მიმართავს

“ევროპული საქართველო” “საქართველოს პრეზიდენტის , სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე” საქართველოს პარლამენტს დადგენილებით მიმართავს. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ
კახიძემ და ირმა ნადირაშვილმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრეს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატებმა მოუწოდეს უმრავლესობას მხარი დაუჭირონ დადგენილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, უმრავლესიბასაც მოუწევს ,,პასუხისმგებლობის აღება სკანდალურ შეწყალებაზე,,.

,,ევროპულმა საქართველომ,, მიმართა ოფიციალურად საქართველოს გენერალურ ოროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით პრეზიდეტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პირების საქმეზე. მოგეხსენებათ,რომ 28 აგვისტოს სკანდალური შეწყალებები  განხორციელდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ. მათ შორის შეიწყალეს უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირები. შემდგომ,
ევროპულ საქართველოს მიაწოდეს ინფორმაცია,რომ შესაძლოა კორუფხიული სქემა ყოფილიყო ამ საქმეების უკან,რაზეც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოვითხოვეთ.
სამწუხაროდ,გენერალურ პროკურატურას არ გადაუდგამს ნაბიჯები აღნიშნული შეტყობინების გამოსაძიებლად. დღემდე გამოკითხული არ არის აქტზე ხელმომწერი- პირი საქართველოს პრეზიდენტი , ამავე დროს პროლურატურას არ მოუწოდებია არავითარი შუალედური ინფორმაცია პარლამენტისა და საზოგადოებისთვის,როგორ
მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, ჩვემ მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. ვინაიდან,ნამდვილად არ ხორცირლდება ადეკვატური ქმედებები. ჩვენი გუნდი არეგისტრირებს პარლამენტის დადგენილების პროექტს,რომლის თანახმადაც, ვითხოვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს მიღებულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით შეიქმნას
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია,რომელიც დაადგენს ყველა გარემოებას,რაც წინ უძღოდა შეწყალებებს. იყო თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და შეწყალებული პირების ოჯახებს შორის, იყო თუ არა კორუფციული სქემა აღნიშნულის უკან და რა კრიტერიუმებით შეარჩია შეწყალებული პირები;,-განაცხადა კახიძემ.

მან ასევე მოუწოდა უმრავლესობას მხარი დაუჭირონ დადგენილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, უმრავლესიბასაც მოუწევს ,,პასუხისმგებლობის აღება სკანდალურ შეწყალებაზე,,.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად