„ევროპული საქართველო“ ლევან თარხნიშვილმაც დატოვა – ბრძოლა „ქოცების“ წინააღმდეგ გრძელდება

“ევროპული საქართველოს” წევრი ლევან თარხნიშვილი პარტიას ტოვებს.

ამის შესახებ ლევან თარხნიშვილი სოციალურ ქსელში Facebook წერს:

“ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩეჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს”.

შეგახსენებთ, დღეს დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს.

„ევროპული საქართველო“ დატოვა გიგი უგულავამ, გოკა გაბაშვილმა, გივი თარგამაძემ. ცოტა უფრო ადრე, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...