ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალ ტუსკი პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას ირონიულად მოიხსენიებს

გუშინ, პოლონეთის უზენაეს სასამართლოში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების უარყოფის მიზნით ოპოზიციის მიერ შეტანილი საჩივრის განხილვა

პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დროს არსებულ დარღვევებზე ოპოზიციის 500-ზე მეტი საჩივარი განიხილა და მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებულად იქნა ცნობილი თითქმის 100 დარღვევა, უმნიშვნელოდ მიიჩნია საბოლოო შედეგებზე მათი გავლენა და დაადასტურა ანჯეი დუდას პრეზიდენტად არჩევა.
 
ოპოზიცია კვლავინდებურად თვლის, რომ დუდას გამარჯვება არ მოუპოვებია, თუმცა აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი და ყველა იმ ამომრჩევლისადმი პატივისცემის ნიშნად, რომელმაც დუდას მისცა ხმა, დაესწრება ფიცის დადების ცერემონიალს.
 
“სამოქალაქო პლატფორმის” თავმჯდომარე ბორის ბუდკას ამ განცხადების სულისკვეთებას არ უარყოფს, თუმცა ფიცის დადების წინ ირონიულად მოიხსენიებს დუდას და სასაცილოდ მიიჩნევს მის დაფიცებას კონსტიტუციაზე “სამოქალაქო პლატფორმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 2007-2014 წლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 2014-2019 წლებში ამჟამად კი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვებული დონალდ ტუსკი
 
ყველას, ვისაც ფიცის დადების ცერემონიალში სურს მონაწილეობის მიღება, მინდა შევახსენო, რომ სიტყვების “მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ დავრჩები კონსიტიტუციის დებულებების ერთგული” შემდეგ დუდას და დამსწრეებს სერიოზული სახე უნდა ჰქონდეთ, – წერს დონალ ტუსკი თავის ოფიციალურ ტვიტერზე.


 
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში მმართველი პარტია “კანონი და სამართლიანობის” კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხმების 51,03% მოაგროვა, ხოლო “სამოქალაქო პლატფორმის” კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ კი 48,97%. ფიცის დადების ცერემონიალი 6 აგვისტოს გაიმართება
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად