ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ზელენსკიმ განიხილეს რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 აპრილს სატელეფონო საუბარში განიხილეს რუსეთის შეიარღებული ძალების უკრაიანის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში კონცენტრაციის საკითხი.

„პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსული ძალების თავშეყრით უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში. სამხედრო ძალის ასეთი მასშტაბური მოძრაობა მუქარის შემცველ და მადესტაბილიზებელ საქმიანობას წარმოადგენს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირი ერთსულოვნად სოლიდარულია უკრაინისადმი“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესცენტრის განცხადებაში.

ამასთან პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოუწოდა რუსეთს, რომ დაიცვას ეუთოს პრინციპები და ვალდებულება სამხედრო ძალის გამჭვირვალე გადაადგილებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...