ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, 28 თებერვლიდან 3 მარტამდე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა.

ვიზიტი კიშინიოვში დაიწყება, სადაც შარლ მიშელი პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება.

შემდეგ საქართველოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

როგორც ევროპული საბჭოს​ პრესრელიზშია აღნიშნული, შარლ მიშელი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჯერ აღმოსავლეთ უკრაინაში გაემგზავრება და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი კიევს ეწვევა და ევროკავშირი-უკრაინის ურთიერთობებზე იმსჯელებენ.

შარლ მიშელი ასევე გეგმავს შეხვედრას კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...