ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. შარლ მიშელი ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

სოფელ ხურვალეთში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

შარლ მიშელი ხურვალეთიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

ევროსაბჭოს პრეზიდენი დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერმინისტ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...