ევროპულ თამაშებზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მინსკში, ევროპულ თამაშებზე, ქართველი ძიუდოისტების მიერ გუშინ მოპოვებულ ოქროს და ბრინჯაოს მედლებს დღეს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი შეემატა

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძემ (81კგ) იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს მესამე წუთის დასრულებამდე 22 წამით ადრე ვაზარი აუღო და იქვე მეტოქის შებოჭვა დაიწყო, იტალიელის მცდელობას, თავი დაეღწია მარწუხებივით შემოჭერილი მკლავებისთვის, უშედეგო აღმოჩნდა და ლუკა მაისურაძემ ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე ლუკა მაისურაძემ სამივე მეტოქე – ფრანგი ჯალო ალფა უმარი, პორტუგალიელი ანრი ეგუტიძე და დიდ ბრიტანელი სტიუარტ მაკუატი იპონით დაამარცხა და შემდეგ ნახევარფინალური, მეტად დაძაბული შეხვედრა დათმო ბელგიელ მათიას გასესთან ოქროს დროის მე-5 და შეხვედრის მე-9(!) წუთზე დათმო

ამრიგად, შეჯიბრების ორი დღის შემდეგ, ლუხუმ ჩხვიმიანს ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილს, ბაგრატ ნინიაშვილს და ლუკა მაისურაძეს ბრინჯაოს მედლები აქვთ მოპოვებული.

ხვალ ტატამზე გავლენ ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...