ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2021 წლის ნაცვლად, 2022 წლის 24-30 ივლისს ჩატარდება

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) და ბანსკა-ბისტრიცაში (სლოვაკეთი) გასამართი ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ერთობლივად გამოაცხადეს ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი: 2022 წლის 24-30 ივლისი.

2021 წელს დანიშნული ფესტივალის ერთი წლით გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 10 დღის წინ, ამჯერად კი ცნობილი გახდა დაზუსტებული თარიღი. პირვანდელი ვადებით, ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო 2021 წლის 24 ივლისი – 1 აგვისტოს, მაგრამ რაკი, ტოკიოს თამაშები სწორედ 2021 წლის ზაფხულისთვის გადავადდა, ფესტივალის ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ გეგმები შეეცვალათ (აღსანიშნავია, რომ გადავადება არ შეხებია 2021 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც ფინეთის ვუოკატიში გეგმისამებრ 6-13 თებერვალს ჩატარდება).

ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები 1991 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ეს არის ფესტივალის გადავადების პირველი შემთხვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად