ევროპის წამლის სააგენტომ შესაძლოა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენება დაამტკიცოს

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ 3 მაისს გამოაცხადა, რომ დაიწყო შესწავლა Pfizer/BioNTech-ის განაცხადისა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების საკითხზე.

ევროპის წამლის სააგენტო (EMA) ამბობს, რომ, თუ დამატებითი მონაცემების საჭიროება არ იქნება, დასკვნა შესაძლოა ივნისში გამოქვეყნდეს.

აშშ-ის Pfizer-მა და გერმანიის BioNTech-მა მარტის ბოლოს გამოაცხადეს, რომ აშშ-ში, მოზარდებში ჩატარებული ცდის მესამე ფაზამ აჩვენა “100 პროცენტიანი ეფექტიანობა და ანტისხეულების მძლავრი რეაქცია”.

აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინა ამჟამად ერთადერთია, რომელსაც მიღებული აქვს უფლება 16 და 17 წლის ამერიკელებში გამოყენებაზე. 16 წელზე ნაკლები ასაკის მოსახლეობაში გამოსაყენებლად, ვაქცინა კვლავ აშშ-ის საკვების და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ნებართვის მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...