ევროპის ტოპ-10 თვიური ხელფასის მქონე ფეხბურთელის ანაზღაურება თვეში 32,67 მლნ ევროა

ფრანგული სპორტული გამოცემა L’Équipe საფრანგეთის ლიგა 1-ის ტოპ-30 ფეხბურთელის და შემდეგ, შედარებისთვის, ევროპის ტოპ-10 ფეხბურთელის თვიური ხელფასების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

ტოპ-30 ყველაზე დიდი თვიური სახელფასო ანაზღაურების მქონე ლიგა 1-ის ფეხბურთელებში უკანასკნელ ადგილზე მყოფი 29-ე – 30-ე ადგილებს 290 000 ევროთი იყოფენ ბერტრან ტრაორე (ბურკინა ფასო, თამაშობდა: “ვიტესი”, “აიაქსი”, ჩელსი”, “ოლიმპიკი” ლიონი) და კამილ იაცეკ გლიკი (პოლონეთი, “პიასტ გლივიცე”, “ბარი”, “ტორინო”, “მონაკო”) პირველ ხუთეულში კი მილიონ ევროზე მეტი ხელფასის მქონე ფეხბურთელები არიან:

5. ანხელ ფაბიან დი მარია ფერნანდესი (არგენტინა, “როსარიო”, “ბენფიკა”, “რეალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “პარი სენ-ჟერმენი”) – 1,1 მლნ ევრო;

4. ტიაგო ემელიანო და სილვა (ბრაზილია, “პედრაბრანცა”, “ჟუვენტუდე”, “პორტო”, “დინამო: მოსკოვი, “ფლუმინენსე”, “მილანი”, “პარი სენ-ჟერმენი”) – 1,16 მლნ ევრო;

3. ედინსონ რობერტო კავანი გომესი (ურუგვაი, “დანუბიო”, “პალერმო”, “ნაპოლი”, “პარი სენ-ჟერმენი”) -1,5 მლნ ევრო;

2. კილიან მბაპე ლოტინი (საფრანგეთი, “მონაკო”, {პარი სენ-ჟერმენი”) – 1,73 მლნ ევრო;

1. ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი (ბრაზილია, “სანტოსი”, “ბარსელონა”, “პარი სენ-ჟერმენი”) – 3,06 მლნ ევრო

ევროპის ტოპ-10 ყველაზე მაღალი თვიური ხელფასის მქონე ფეხბურთელები არიან:

10. მესუთ იოზილი (თურქეთი, “შალკე”, “ვერდერი”, “რეალი”, “არსენალი”) – 1,6 მლნ ევრო’

9. კილიან მბაპე ლოტინი – 1,73 მლნ ევრო;

8. ალექსის ალეხანდრო სანჩეს სანჩესი (ჩილე, “კობრელოა”, “უდინეზე”, “კოლო-კოლო”, “რივერ პლეიტი”, “ბარსელონა”, “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”) – 2,28 მლნ ევრო;

7. ფილიპე კოუტინიო კორეია (ბრაზილია, “ვასკო და გამა”, “ინტერნაციონალე”, “ესპანიოლი”, “ლივერპული”, “ბარსელონა”) – 2,3 მლნ ევრო;

6. გარეტ ფრენკ ბეილი (უელსი, :საუთჰემპტონი”, “ტოტენჰემ ჰოტსპური”, “რეალი”) -2,5 მლნ ევრო;

5. ლუის ალბერტო სუარეს დიასი (ურუგვაი, “ნასიონალი”, “გრონინგენი”, “აიაქსი”, “ლივერპული”, “ბარსელონა”) – 2,9 მლნ ევრო;

4. ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი

3. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი, “რეალ სოსიედადი”, “ატლეტიკო”) – 3,3 მლნ ევრო;

2. კრისტიანუ რონალდუ დუშ სანტოს ავეირუ – (პორტუგალია, “სპორტინგი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალი”, იუვენტუსი”) – 4,7 მლნ ევრო;

1. ლიონელ ანდრეს მესი კოჩიტინი (არგენტინა, “ბარსელონა”) – 8,3 მლნ ევრო

◘ ევროპის ტოპ-10 ყველაზე მეტი თვიური ხელფასის ფეხბურთელთა შორის ევროპის ტოპ-5 საფეხბურთო ლიგიდან მხოლოდ ბუნდესლიგის წარმომადგენელი ვერ მოხვდა. გერმანიაში მოთამაშეთაგან ყველაზე მაღალი ანაზღაურება, 1,33 მლნ ევრო/თვეში აქვს რობერტ ლევანდოვსკის (“ზნიჩი”, “ლეხი”, დორტმუნდი”, “ბაიერნი”)

◘ კილიან მბაპეს თვიური ანაზღაურება წინა წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა

◘ ტოპ-10 ყველაზე მაღალი ხელფასის მქონეთაგან 5 პრიმერა დივიზიონში თამაშობs, 2-2 ლიგა 1-ში და პრემიერ ლიგაში, ერთი კი – სერია A-ში

◘ ათეულში სამი ფეხბურთელი “ბარსელონა”-დან”, ორი კი “პარი სენ-ჟერმენი”-დანაა

◘ მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი საფეხბურთო კლუბიდან მაღალი ხელფასის მქონეთა ათეულში არცერთი წარმომადგენელი არ ჰყავს “მანჩესტერ სიტი”-ს, “ბაიერნს”, “ტოტენჰემ ჰოტსპურს” და “ჩელსის”

◘ ევროპის ტოპ-10 ყველაზე მეტი თვიური ხელფასის მქონე ფეხბურთელიდან 6 სამხრეთ ამერიკელია

◘ ევროპის ტოპ-10 ყველაზე მეტი თვიური ხელფასის ფეხბურთელთა შორის 2-2 ფეხბურთელია ბრაზილიიდან და საფრანგეთიდან

◘ ევროპის ტოპ-10 ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ფეხბურთელები თვეში 32,67 მლნ ევროს იღებენ
ცნობისთვის: საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლით თვეში საშუალოდ 40,84 მლნ ევროა გათვალისწინებული.

 

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად