ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში საჩოგბურთო ტურნირი გაიმართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მზიურის კორტებზე საჩოგბურთო ტურნირი ProAm – Domus #BeActive Cup 2020 გაიმართა. შეჯიბრი შერეულ წყვილთა თანრიგში ჩატარდა.

თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელებით.

ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ალექსანდრე მეტრეველისა და მოყვარული ჩოგბურთელის, უტა კემულარიას წყვილი გახდა. მათ  ფინალში გენა გრაბოვეცისა და ზვიად კალმახელიძის წყვილი დაამარცხეს. გამარჯვებული წყვილი 4 000 ლარით დაჯილდოვდა. მეორე ფინალისტ გუნდს 2 000 ლარი, ხოლო ნახევარფინალში გასულმა გუნდებს 1 000-1 000 ლარი ერგოთ.   

3 დღიანი ტურნირი სამშენებლო კომპანია „დომუს დეველოპმენტის“ ორგანიზებით, ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად