ევროპის საკლუბო ჩემპიონატს ძიუდოში თბილისი უმასპინძლებს

ევროპის საკლუბო ჩემპიონატს ძიუდოში თბილისი უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ძიუდოს კავშირი ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ჩემპიონატი EUROPEAN CLUB CHAMPIONSHIPS 2015 19 დეკემბერს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიხსნება.

„ღონისძიებას ორგანიზებას გაუწევს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია და ძიუდოს კლუბი „საგარეჯო“.ევროპის საკლუბო ჩემპიონატს საქართველო პირველად უმასპინძლებს, რაც ჩვენთვის დიდი პატივი და საამაყოა. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტები ჩამოვლენ საქართველოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ეს ღირშესანიშნავი ღონისძიება მსოფლიოს სპორტული საზოგადოების ყურადღებას მიიპრყობს. ყველა მონწილე ათლეტს ვუსურვებ წარმატებას“, – მოყვანილია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სიტყვები ევროპის ძიუდოს კავშირის ოფიციალურ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...