ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ლიგაში თბილისის გუნდი ფინალში იასპარეზებს

ავსტრიაში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ლიგაში თბილისის გუნდმა, "მებრძოლმა" ნახევარფინალში ლისაბონური "სპორტინგი" დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს.

შეხვედრები დათმეს ამირან პაპინაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა, თუმცა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ზვიად გოგოჭურმა და ადამ ოქრუაშვილმა გამარჯვება შეძლეს და პორტუგალიელები ანგარიშით 3-2 დაამარცხეს.

ფინალური ეტაპი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

პირდაპირ ეთერში ქართველი სპორტსმენები ქომაგობა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...