ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ სხდომას, სავარაუდოდ, უკრაინის დელეგაცია არ დაესწრება

უკრაინის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) შემდეგ სხდომაზე არ გაემგზავრება. ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის” დეპუტატმა, უკრაინის რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ბოგდან იარემენკომ განაცხადა.ინფორმაციას “112. უკრაინა” ავრცელებს.

მისი შეფასებით,ორგანიზაციამ საკუთარი პრინციპები დაარღვია და გადაწყვეტილებაც მათ ქმედებებზე რეაგირება იქნება.

“უკრაინა ამჟამად საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ სესიაზე დელეგაციის გამგზავრებისგან თავს იკავებს”, – წერს იარემენკო  facebook-ის გვერდზე.

ცნობისთვის, ამა წლის 27 ივნისს, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღდგენის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების საქართველოს დელეგაციის წევრის ნინო გოგუაძის და, მასთან ერთად, 50-მდე დეპუტატის მიერ მნიშვნელოვანი საფუძვლებით გასაჩივრების შემდეგ, საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრით მოახდინა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება და განაცხადა, რომ რჩება მომხრე დიალოგის, როგორც საშუალების გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მისაღწევად.

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 118 დეპუტატმა, წინააღმდეგი 62 იყო, ხოლო თავი 15-მა შეიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად