ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ზუგდიდელები მოდიან

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, აქტივისტები, საჯარო მოხელეები  თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად სამეგრელოდან გაემზავრნენ.

როგორც მათ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადეს, ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას საქართველოს მომავალი.

“ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ეს ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია. დღეს არასამუშაო დღეა და შესაბამისად გვინდა ვიყოთ იქ, სადაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულ შეჯამდება,”-განაცხადეს მათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად