„ევროპის მწვანეთა პარტია” თანახმაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები გამოგზავნოს

„ევროპის მწვანეთა პარტია“ დაეთნხმა „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირებლების გამოგზავნაზე!

ამის შესახებ საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს.

“რამდენიმე დღის წინ „საქართველოს მწვანეთა პარტიამ“, როგორც „ევროპის მწვანეთა პარტიის“ თანადამფუძნებელმა და მმართველი საბჭოს წევრმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დამკვირებლებად მოიწვია „ევროპის მწვანეთა პარტიისა“ და ევროპის პარლამენტის „მწვანეთა ფრაქციის“ წარმომადგენლები! “საქართველოს მწვანეთა პარტია” აგრეთვე მოამზადებს რეზოლუციის პროექტს ჩატარებული არჩევნების ყველა ასპექტის შესახებ „ევროპის მწვანეთა პარტიის“ 2020 წლის ვარშავის საბჭოსთვის!”  -ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად