ევროპის ლიგაზე “სამტრედია” კანკავას და კვეკვესკირის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველმა გუნდებმა მომავალი მეტოქეები გაარკვიეს. 

წილისყრაზე, ქართული გუნდებიდან განთესილი მხოლოდ თბილისის "დინამო" იყო, რომელსაც მეტოქედ სლოვაკური "დუნაისკა სტრედა" შეხვდა. თბილისელები, პირველ დაპირისპირებას, სლოვაკეთში, 12 ივლისს გამართავენ, ხოლო 19 ივლისს, განმეორებითი მატჩი გაიმართება.

ეროვნული ლიგა 1-ის ბოლო ადგილოსანი "სამტრედიას" ყაზახური "ტობოლია", სადაც ორი ქართველი, ეროვნული ნაკრების წევრები – ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ირიცხებიან. პირველ თამაშს "სამტრედია" საქართველოში ჩაატარებს, განმეორებითს კი – კოსტანაიში.

საჩხერის "ჩიხურა"  იერუსალიმის "ბეითართან" გაარკვევს ურთიერთობებს. პირველ შეხვედრას იმერლები "მიხეილ მესხზე" გამართავენ, ხოლო 19 ივლისს, იერუსალიმში დაუპირისპირდებიან მოწინააღმდეგეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...