ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, ქუთაისის "ტორპედომ" ფარერების "ვიკინგური" 3:0 დაამარცხა და ფაქტიურად, მეორე ეტაპის დაძლევა გაინაღდა.
ანგარიში კაპანაძემ 27-ე წუთზე გახსნა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის მიწურულს კი ქიმაძემ და კუტალიამ "ტორპედოს" უპირატესობა სოლიდური გახადეს.
განმეორებითი შეხვედრის წინ, ეს ანგარიში ქუთაისელებს დიდ უპირატესობას აძლევს და შეიძლება ითქვას, რომ მესამე ეტაპზე იასპარეზებენ, სადაც მათი მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე, აზერბაიჯანულ "ყარაბაღსა" და ალბანურ "კუკეშს" შორის დამარცხებული გუნდი იქნება.
რაც შეეხება მეორე ქართულ გუნდს, "ჩიხურამ" სლოვენიურ "მარიბორთან" "მიხეილ მესხზე" შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დაასრულა. შეძლებენ თუ არა სოსო ფრუიძის შეგირდები მეორედ სასწაულის მოხდენას, ამას განმეორებითი მატჩი გაარკვევს. განმეორებითი თამაშები მომავალ ხუთშაბათს შედგება.
ფოტო: ტორპედო