სოფიაში ძიუდოისტები ევროპის ღია პირველობაზე ასპარეზობენ

შეჯიბრების პირველ დღეს მედლები 60-66-73 წონით კატეგორიებში გათამაშდა.

73 კგ წონით კატეგორიაში კოტე კაპანაძემ მოლდაველი ანდრიან ვესტი, იტალიელი ლუიჯი ბრუდეტი, უნგრელი დანიელ სეგედი და ყაზახი ორაზგელდი ურალოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. 

ნახევარფინალში კოტე კაპანაძემ რუმინელ ლუჩიან ბორს დიმეტრესკუს სძლია, ფინალში კი კიდევ ერთი რუმინელი, რაიკუ ალექსანდრუ დაამარცხა და ევროპის ღია ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

ევროპის ღია ჩემპიონატზე გამარჯვებით კოტე კაპანაძემ სარეიტინგო ყულაბას 100 ქულა შემატა.