”ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე”- კამპანიას ქუთაისი შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე ქვეითდა გადასასვლელთან საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართა. ღონისძიება განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ქუთაისის მერიის ჩართულობით მოეწყო.

კამპანია სახელწოდებით „ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე“ სათავეს 2016 წლიდან იღებს და მასში ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაა ჩართული.

სოციალური აქცია მიზნად საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებასა და საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რიცხვის შემცირებას ისახავს. საქართველო კამპანიას წელს პირველად შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად