ევროპის ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანი ოქროს, ილია სულამანიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, დღეს შეჯიბრების ბოლო დღეა

+100 კგ წონით კატეგორიში ვარლამ ლიპარტელიანმა თურქ მერტ შიშმალარს ვაზარით, პოლონელ ჟუროვსკის კი იპონით სძლია და პულის ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ალექსანდრ იდირს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი იპონზე დასცა.
 

ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში გასავლელ ბრძოლაში რუს ნიაზ ილიასოვს შეხვდა და ოქრროს დროში აღებული ვაზარით დაამარცხა იგი.

ოქროს მედლისთვის ვარლამ ლიპარტელიანი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან იჭიდავებს. მან ნახევარფინალში ბოლო წამს აღებული ვაზარით სძლია ილია სულამანიძეს.

ილია სულამანიძემ ნახევარფინალამდე  ნიდერლანდელ მაიკლ კორელს, ხორვატ ზლატკო კუმრიჩს და აზერბაიჯანელ ზელიმ კოსტოევს სძლია იპონებით.

ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ალექსანდრ იდირთან იჭიდავებს

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...