ევროპის ჩემპიონატზე ჭადრაკში 2 ქართველი მოჭადრაკე ლიდერთა შორისაა

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის მიმდინარეობს.

42 ქვეყნის 361 მონაწილეს შორის 10 საქართველოდანაა. 4 ტურის შემდეგ ქ3,5 ქულა 14 მოჭადრაკეს აქვს და მათ შორის არიან ქართველი მოჭადრაკეები ივან ჩეპარინოვი და ლევან ფანცულაია

ჩვენი სხვა მოჭადრაკეების შედეგები ოთხი ტურის შემდეგ ასეთია:

დავით არუთინიანი, ბაადურ ჯობა – 3 ქ
გიგა ყუფარაძე – 2,5 ქ
ნოე თუთისანი, ლუკა ობოლაძე, ლუკა პაიჭაძე – 2 ქ
ნიკოლოზ პეტრიაშვილი -1,5 ქ
ნიკოლოზ კაჭარავა – 1 ქ

ევროპის ჩემპიონატი წელს მეოცედ ტარდება. ქართველი მოწადრაკებიდან ევროპის ჩემპიონატზე 2003 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილმა ოქროს მედალი. ორჯერ – 2010 და 2017 წლებში, ბაადურ ჯობავა დაეუფლა ვერცხლის მედალი. სამჯერ ქართველ მოჭადრაკეებს ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული – 2001 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილს, 2009 და 2016 წლებში კი ბაადურ ჯობავას.

ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებული 20000 ევროს მიიღებს, ვეცხლის მედალოსანი 15000 ევროს, ხოლო ბრინჯაოს მედლის ფლობელი 10000 ევროს.

 

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...