ევროპის ჩემპიონატის ფინალში ლაშა ბექაურმა ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა (ვიდეო)

ლისაბონში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 90 კგ წონით კატეგორიაში

ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები, მსოფლიო რეიტინგში მე-4 პოზიციაზე მყოფი ლაშა ბექაური და მე-7 ადგილზე მყოფი ბექა ღვინიაშვილი.

ფინალურ შეხვედრამდე ბექა ღვინიაშვილს 4-ივე შეხვედრა – ესტონელ კლენ კრისტოფერ კალიულაიდთან, რუმინელ ალექს გრეტთან, უნგრელ კრისტიან ტოტთან და რუს მიხაილ იგოლნიკოვთან- იპონით ჰქონდა მოგებული, ლაშა ბექაური კი ფრანგ ალექსის მათეისთან, ისრაელელ ლი კოჩმანთან და სერბ ნემანია მაიდოვთან იპონებით გამარჯვების შემდეგ ვაზარს დასჯერდა თურქ მიჰაელ მიჰაელ ჟგანკთან ნახევარფინალურ შეხვედრაში.

ფინალური შეხვედრა ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა და იგი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ბექა ღვინიაშვილმა ვერცხლის მედლი მოიპოვა

ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრებში მიჰაელ იგოლნიკოვმა  ნემანია მაიდოვი დაამარცხა,  კრისტიან ტოტმა კი მიჰაელ ჟგანკი.

აბსოლუტური მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ნიდერლანდელ ჯასპერ სმინკთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...