ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრასში ერთმანეთს ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი შეხვდებიან (ვიდეო)

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, დღეს შეჯიბრების ბოლო დღეა

90 კგ წონით კატეგორიში ლაშა ბექაურმა ფრანგ ალექსის მათეისთან და ისრაელელი ლი კოჩმანთან იპონებით გამარჯვების შემდეგ პულის ფიონალში სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა იპონით და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქი მიჰაელ ჟგანკი იყო.

ლაშა ბექაურმა ვაზარით დაამარცხა მეტოქე და ფინალში გავიდა.

ამავე წონაში მეორე ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა ჯერ ესტონელ კლენ კრისტოფერ კალიულაიდს, რუმინელ ალექს გრეტს მოუგო იპონებით, შემდეგ კი უნგრელ ტოტს და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ რუსი მიხაილ იგოლნიკოვი ჰყავდა.ბექა ღვინიაშვილმა მეტოქე იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ამრიგად, 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს  ქართველი ძიუდოისტები შეხვდებიან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...